weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რატომ უნდა გაიკეთო სისხლის/შარდის საერთო ანალიზი? – რჩევა კახეთი იონისგან

11:10 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

რატომ უნდა გაიკეთო სისხლის საერთო ანალიზი? ლაბორატორიული კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია სისხლის საერთო ანალიზი, ვინაიდან სწორედ სისხლში მომხდარი ცვლილებები მიუთითებს იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს. მასში ჩანს პრაქტიკულად ყველა დაავადება. მათ შორის, ვირუსული, ინფექციური, ჰემატოლოგიური დაავადებები და ა. შ.

კვალიფიციურად შესრულებული და მკურნალი ექიმის მიერ სწორად წაკითხული სისხლის საერთო ანალიზი არის ამოსავალი წერტილი ძალიან ბევრი დაავადების დიაგნოსტირებისთვის.

სისხლი შედგება მრავალი კომპონენტისგან: ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები, ედსი და ა. შ. სხვადასხვა დაავადებების დროს ხდება ცალკეული კომპონენტების ცვლილება, რომლის ადრეულ ეტაპზე დადგენა მნიშვნელოვანია დაავადების როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობისთვის.

მიზანშეწონილია, წელიწადში 2-3-ჯერ გავიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი. 

შარდის საერთო ანალიზი

შარდის საერთო ანალიზი ერთ-ერთი გავცელებულ ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს. იგი პირველ რიგში, შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას ასახავს. ამავდროულად, შარდის საშუალებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ორგანიზმში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებაც.

კერძოდ, შარდის ანალიზი იცვლება დიაბეტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, პანკრეასის, სისხლის დაავადებების, ცხელების, ტუბერკულოზის, სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიის, მოწამვლების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ასევე მთელი რიგი პათოლოგიების დროს.

შარდის გამოკვლევის დროს ხდება:

  • შარდის სადღეღამისო რაოდენობის განსაზღვრა;
  • შარდის ფიზიკური თვისებების (სუნი, ფერი, ხვედრითი წონა, PH) შესწავლა;
  • შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი (ეპითელიუმი, ლეიკოციტები, ერითროციტები, ცილინდრები, ბაქტერიები, ლორწო);
  • შარდის ბიოქიმიური კვლევა.

 

[R] ფრანგული სამედიცინო ცენტრ „კახეთი იონის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]